saqarTvelos uReltexilebi - erwos uReltexili
კოორდინატები | 42°27`48` ჩ. გ. 43°46`15` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1790 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების ფაწისა (ლიახვის მარჯვენა შენაკადი) და ყვირილის სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 1790 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია მეზოზოური და მესამეული ინტენსიურად დანაოჭებული მასიური რიფული კირქვებით, მერგელებითა და ბაიოსური პორფირიტებით. შემოსილია სუბალპური მცენარეულობით (წიფელი და არყი; დეკა და სუბალპური მდელოები). ერწოზე გადადის გორი-ონის საავტომობილო გზა. იკეტება მცირე დროით უხვთოვლიან ზამთარში.